ელექტროობის გაყვანა ბინაში: ფასი თბილისში და სრული მონტაჟი

ბინაში ელექტროობის გაყვანა რემონტის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საწყისი ეტაპია. ჩვენ ამ სამუშაოს ვასრულებთ ბინის კომპლექსური რემონტის ფარგლებში, კედლების გალესვამდე და იატაკის მოჭიმვამდე. ელექტროობის ხელობა 1 წერტილზე 15-40 ლარი ჯდება.

რა ღირს ელექტროობის გაყვანა ბინაში?

ბინაში ელექტროობის გაყვანის ხელობის ფასი 1 წერტილზე 15-40 ლარია; 37 კვ.მ ბინის ხელობა დაახლოებით 500-1 500 ლარია, 80 კვ.მ-ის კი დაახლოებით 1 000-3 500 ლარი.

კაბელისა და სხვა მასალების საფასური ცალკე იანგარიშება და შედის ხარჯთაღრიცხვაში.

წერტილის ფასში შედის გაყვანილობის მიყვანა წერტილამდე და როზეტის ან ჩამრთველის მონტაჟი. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ბინის ფართობზე, ოთახების რაოდენობაზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობაზე.

სამუშაოფასი
ელექტროობის წერტილი (კაბელის მიყვანა, როზეტის ან ჩამრთველის მონტაჟი) 15დან 40 ლარი 1 წერტილზე
37 კვ.მ ბინის ელექტროობის ხელობა (დაახლოებით 1 წერტილი 1 კვ.მ-ზე) დაახლოებით 500დან 1 500 ლარი
80 კვ.მ ბინის ელექტროობის ხელობა დაახლოებით 1 000დან 3 500 ლარი

რას მოიცავს ბინაში ელექტროობის სრული შეცვლა?

ბინაში ელექტროობის სრული შეცვლა მოიცავს ახალ გამანაწილებელ ფარს, ახალ ამომრთველებს, სპილენძის ახალ გაყვანილობასა და წერტილების მონტაჟს.

სამუშაოების დროს ძველი სადენები მთლიანად უქმდება და იცვლება თანამედროვე სპილენძის კაბელებით. თითოეულ ოთახში და მძლავრ ტექნიკასთან მიგვყავს შესაბამისი კვეთის იზოლირებული სადენები.

მონტაჟის ეტაპი მოიცავს კედლების დაღარვას, კაბელების ჩაყოლებას, სამონტაჟო კოლოფების ჩასმას და როზეტების მომზადებას. სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელი ქსელი მოწმდება ხელსაწყოებით.

რატომ სჭირდება ძველ ბინას გაყვანილობის შეცვლა?

ძველ ბინაში გაყვანილობის შეცვლა აუცილებელია, რადგან ძველი ალუმინის ქსელი დამცავი დამიწების გარეშეა დამონტაჟებული და თანამედროვე დატვირთვას ვერ უძლებს.

საბჭოთა ბინა გათვლილი იყო მხოლოდ 3-4 კვტ საერთო დატვირთვაზე. თანამედროვე ტექნიკას, როგორიცაა ქურის ზედაპირი, ღუმელი, კონდიციონერი და სარეცხი მანქანა, 12-15 კვტ სიმძლავრე სჭირდება.

როდესაც იგეგმება ძველი ბინის რემონტი, ელექტროობის შეცვლა პირველ რიგში უნდა განხორციელდეს.

რემონტის რომელ ეტაპზე კეთდება ელექტროობა?

რემონტის დროს ელექტროგაყვანილობა კეთდება საწყის ეტაპზე, დემონტაჟისა და ტიხრების მოწყობისთანავე, კედლების გალესვამდე და იატაკის მოჭიმვამდე.

გაყვანილობა და სანტექნიკის მილები ბინის უხილავი ნაწილია, რომელთა შეცვლა მოპირკეთების შემდეგ უკიდურესად რთულდება. ამიტომ კაბელების გაყვანა აუცილებლად უნდა მოესწროს მანამ, სანამ კედლები შეილესება და იატაკზე სტიაშკა დაესხმება.

ლესვა მოჭიმვამდე კეთდება, რადგან იატაკზე დაცემული ნალესი აზიანებს მოჭიმვას. შავ კარკასში გაყვანილობა ტიხრების აშენებისთანავე მონტაჟდება.

თეთრ კარკასში კედლები უკვე გალესილია, თუმცა გაყვანილობის ჩასაყოლებლად მათი ხელახალი დაღარვა მაინც ხდება. დეტალური თანმიმდევრობის სანახავად გაეცანით ჩვენს გზამკვლევს რემონტის ეტაპები.

სწორი თანმიმდევრობა იცავს ახალ საფარს დაზიანებისგან. ჯერ კეთდება შავი კომუნიკაციები, შემდეგ კი იწყება ლესვა, იატაკის მოჭიმვა, შპაკლი და მალიარკა.

როგორ დაიგეგმოს როზეტები კედლების დაღარვამდე?

როზეტების სწორად დასაგეგმად საწოლის, ტელევიზორის, სამუშაო მაგიდის, სამზარეულოს ტექნიკისა და განათების მდებარეობა კედლების დაღარვამდე უნდა განსაზღვროთ.

წინასწარი გეგმის გარეშე დაწყება ხშირად იწვევს გაყვანილობის არასწორ განაწილებას და ზედმეტ ხარჯებს. ახალაშენებულ ბინებში ხშირად საჭირო ხდება დეველოპერის გაკეთებული წერტილების გადატანა ავეჯის განლაგების მიხედვით.

სჭირდება თუ არა ნებართვა ბინაში ელექტროობის შეცვლას?

ბინის შიდა ელექტროგაყვანილობის შეკეთებასა და შეცვლას არანაირი ოფიციალური ნებართვა ან შეტყობინება არ სჭირდება.

ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო ქსელების შეკეთება კანონით შეკეთებაა და ნებართვას არ მოითხოვს. ნებართვას არ მოითხოვს საერთო სარგებლობის სისტემების იმ ნაწილების შეკეთება ან განახლება, რომლებიც ბინების მომსახურებისთვისაა განკუთვნილი.

შენობის საინჟინრო ქსელების გადაკეთება, დამატება ან მოკლება ქსელების რეკონსტრუქციაა და მისი პროცედურა შენობის კლასს მიჰყვება. საერთო დგარის გადატანა სწორედ ამ მეორე კატეგორიას განეკუთვნება და მას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ადასტურებს.

თუ რემონტისას გეგმავთ ტიხრების დემონტაჟს, იხილეთ წესები გვერდზე კედლის მოშლის ნებართვა.

როგორ შევამოწმოთ გაყვანილობა კედლების დახურვამდე?

კედლების დახურვამდე ელექტროობა მოწმდება დათარიღებული ფოტოფიქსაციითა და როზეტების ადგილმდებარეობის ზუსტი შემოწმებით.

სანამ გაყვანილობას კედელში ან იატაკში დავფარავთ, გიგზავნით მათ დათარიღებულ ფოტოებს. ასე ზუსტად გეცოდინებათ, სად გადის თითოეული კომუნიკაცია. სამუშაოს დეტალურად ჩასაბარებლად გამოიყენეთ ჩვენი ეტაპის მიღების ჩეკლისტი.

როგორ მივიღოთ ელექტროობის უფასო წინასწარი ხარჯთაღრიცხვა?

ელექტროობის წინასწარი წერილობითი ხარჯთაღრიცხვის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ბინის ფართობი, შენობის ტიპი, ოთახების რაოდენობა და ელექტროფარის ფოტოები.

მოითხოვეთ ხარჯთაღრიცხვა

თქვენი ფართობის, შენობისა და ფოტოების მიხედვით, პასუხი ელფოსტით, WhatsApp-ით ან Viber-ით 2 სამუშაო დღეში. წინასწარი ხარჯთაღრიცხვა უფასოა და არაფერს გავალდებულებთ, ხოლო ხელშეკრულებამდე ბინას ვნახულობთ, ადგილზე ან ვიდეოზარით, და ფასს ვაფიქსირებთ.

გრაფიკი 2027 წლის იანვრამდე შევსებული გვაქვს, ამიტომ ახალ რემონტებს იანვრიდან დავიწყებთ. თუმცა ხარჯთაღრიცხვას ახლავე გამოგიგზავნით და ბინის ნახვის თარიღსაც ახლავე შეგითანხმებთ.